Reg CRRC Regional Am CRRC Armenia Az CRRC Azerbaijan
CRRC საქართველო
CRRC-ის შესახებ ღონისძიებები კავკასიის ბარომეტრი კვლევა მონაცემები რესურსები კონტაქტი
English
კვლევა

- პროექტები

- საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა

- ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

- ნაშრომები

- არქივი

საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა

CRRC სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც არ ცხოვრობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და ინგლისური არის მისი მშობლიური ენა ან აქვს ინგლისური ენის ძალიან კარგი (თითქმის მშობლიური ენის დონეზე) ცოდნა. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ სტაჟირების პროგრამის ინგლისურენოვანი გვერდი.


CRRC საქართველოს სტაჟიორები



2011

გევინ სლეიდი

გევინ სლეიდი არის სამეცნიერო ხარისხის კანდიდატი ოქსფორდის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი უელსის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი როგორც ოქსფორდის, ასევე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან ბუდაპეშტში. გევინი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში  ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში და საქართველოში პირველად 2002 წელს ჩამოვიდა ინგლისური ენის მასწავლებლის სტატუსით. ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა თავის სამეცნიერო ხარისხზე საქართველოში. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კრიმინოლოგია: ორგანიზებული დანაშაული და ხელისუფლების რეაქცია, ,,კანონიერი ქურდების” სუბკულტურები და ციხისა და პოლიციის რეფორმები პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

გევინს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:  gavinslade@crrccenters.org



2010


სონია კლეშიკი

სონიას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან, სადაც დაწერა თეზისი საქართველოში ენების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. მანამდე სონია მუშაობდა Human Rights Watch-ში ნიუ-იორკში და Bank Information Center-ში ვაშინგტონში. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მისი ფოკუსი მიმართული იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე. სონიას აგრეთვე აქვს ბაკალავრის ხარიასხი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტიდან შედარებით ლიტერატურასა და რუსულ კულტურაში. იგი ფლობს რუსულ და ესპანურ ენებს.

სონიას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:  sonya.kleshik@crrccenters.org


მალტე ვიფჰუსი

ამჟამად მალტე პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ბაკალავრიატის სტუდენტია. 2010 წლის თებერვლიდან მალტე CRRC-ის საგრანტო პროგრამაში ჩაერთო როგორც საბაკალავრო სწავლების ნაწილში. CRRC-ში მოსვლამდე, მალტე ერთი წლის განმავლობაში მზის ენერგიის პროექტებზე მუშაობდა ბურკინა ფასოში, სადაც დღესდღეობითაც აქტიურად არის ჩართული. იგი ასევე მონაწილეობს რიგით პროექტებში როგორც გერმანიაში, მის სამშობლოში, ასევე გერმანიის საზღვრებს გარეთ. მალტეს მონაწილეობა აქვს მიღებული მოროკოში სოფლად საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბებაში.  ასევე, თავის მშობლიურ ქალაქში ჩრდილოეთ გერმანიაში მალტემ ორგანიზება გაუწია ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს და ასევე ყოველთვიურ საკლუბო თამაშობებს. მას გავლილი აქვს სტაჟირება გერმანიში ასპენის ინსტიტუტსა და ასევე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.

გარდა მისი მშობლიური გერმანული ენისა, მალტე ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს და ამჟამად სწავლობს რუსულ ენას. მისი კვლევის ინტერესებში შედის კავშირი ენერგეტიკულ პოლიტიკას, დემოკრატიასა და სოციალურ პოლიტიკას შორის, ასევე, ტრანსფორმაციის პროცესი დსთ-ს ქვეყნებში.

მალტეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: malte.vifhues@crrccenters.org



ჯეს ტატუმი

ჯეს ტატუმს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ევროპეისტიკაში ჰერიოტ-უოტ უნივერსიტეტიდან, ედინბურგი (გაერთიანებული სამეფო) და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო სწავლებებში პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ). მანამდე ჯესი მუშაობდა თარჯიმნად ევროპის სოციოლოგიურ-პოლიტიკური ჯგუფისთვის რობერტ შუმანის უნივერსიტეტში, სტრასბურგში (საფრანგეთი), ასწავლიდა ინგლისურს საფრანგეთსა და ჩინეთში. მისი ამჟამინდელი კვლევის ინტერესები მოიცავს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ ტენდენციებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ჯესი ინტერვიუების რედაქტორია საერთაშორისო საქმეთა კავკასიური მიმოხილვისთვის (CRIA).

ჯესის შეგიჯლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: jesse.tatum@crrccenters.org



2009

რობია ჩარლზი



2008

მელისა შოლცი



2007

ლილი აბულაძე
გამოიწერე ელ. ბიულეტენი:

სწრაფი ნავიგაცია:

მონაცემთა ანალიზი

ელ. ბიულეტენი

CRRC ბლოგი
თვალყური ადევნეთ CRRC-ის:

Facebook
Twitter
Youtube
RSS Feed
დაგვიკავშირდით
Eurasia Partnership FoundationCarnegie Corporation of New YorkUnited States Agency for International Development (USAID)

© 2006 - 2012 CRRC საქართველო. ყველა უფლება დაცულია.