კვლევა
- პროექტები
- საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა
- ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა
- ნაშრომები
- არქივი
|
 |
 |
 |
ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა
CRRC ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა (2009 წლიდან)
CRRC ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა არის 5-9 თვიანი პროგრამა, რომელიც ინტენსიურ პრაქტიკას და კვლევით სამუშაოს სთავაზობს შერჩეულ მკვლევარებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურთ პრაქტიკულად ჩაერთონ კვლევით საქმიანობაში და შეიძინონ მკვლევარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. შერჩეულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ ემპირიული კვლევების ყველა ეტაპზე, ისწავლონ რთული კომპლექსური საკითხების სწრაფი და საფუძვლიანი ანალიზი და მიიღონ კომპუტერული პროგრამების, მათ შორის, სტატისტიკური პროგრამების შესახებ ცოდნა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარები მუშაობენ გამოცდილ და მონდომებულ კოლეგების ჯგუფში. მათ მოეთხოვებათ ანალიტიკური აზროვნება, სხვადასხვა ტიპის ნაშრომების წერა და გუნდური მუშაობა.
2011
2011 წელს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის ფარგლებში 175 მსურველისგან შეირჩა 5 მონაწილე: ცისანა ხუნდაძე, სოფიო მჭედლიშვილი, მერაბ ბოჭოიძე, სალომე მინესაშვილი და გვანცა ნადირაძე. 2011 წლის თებერვლის თვიდან მოყოლებული ისინი მუშაუბენ CRRC-ის სხვადასხვა პროექტებზე.

|
ცისანა ხუნდაძე
ცისანა ხუნდაძე ფლობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში და ასევე, მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიაში. მისი სპეციალობა არის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია.
CRRC-ში მოსვლამდე ის ჩართული იყო ISR-სა და Ars Magna-ს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში, როგორც ასისტენტი. ცისანა ძირითადად მუშაობდა სოციალურ და ორგანიზაციულ კვლევებზე. მის კვლევით ინტერესებში შედის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და კუტურული საკითხები.
ელ-ფოსტა: tsisana@crrccenters.org |

|
სოფიო მჭედლიშვილი
სოფიო მჭედლიშვილს აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. მისი სპეციალიზაციაა სოციალური ფსიქოლოგია. სოფიო ამჟამად სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2011 წლის თებერვლიდან არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის მონაწილე. იგი, ძირითადად, დაინტერესებულია პოლიტიკური, ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური საკითხებით.
ელ-ფოსტა: sophio@crrccenters.org |

|
მერაბ ბოჭოიძე
მერაბ ბოჭოიძემ 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტთან არსებული თ. გეგელიას სახ. ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 2008 წელს მან კავკასიის ბიზნეს სკოლაში აიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში მენეჯმენტის სპეციალობით. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC) მოსვლამდე ის ჩართული იყო მარკეტინგულ კვლევებში. მას ასევე წვლილი მიუძღვის ქართული ვიკიპედიის განვითარებაში. მის კვლევით ინტერესებში შედის სოციალური ეკონომიკა, მარკეტინგი და ინტერპერსონალური ურთიერთობები.
ელ-ფოსტა: merab@crrccenters.org |

|
სალომე მინესაშვილი
სალომე მინესაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ბაკალავრიატის დროს ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა აშშ-ში, ნებრასკის შტატის კოლეჯში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლიტიკური მეცნიერების განხრით. ამჟამად სალომე არის მაგისტრატურის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობაზე "ტრასფორმაცია სამხრეთ კავკასიაში".
CRRC-ში მოსვლამდე, სალომემ გაიარა სტაჟირებები საქართველოს მშვიდობის კორპუსში და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამაში. მის კვლევით ინტერესებში შედის საგარეო პოლიტიკის ანალიზი, კულტურისა და ტრადიციების როლი ტრანსფორმაციის პროცესში და რეგიონალიზმი.
ელ-ფოსტა: salome@crrccenters.org |

|
გვანცა ნადირაძე
გვანცა ნადირაძეს აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. მისი მეორე სპეციალობაა ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. ამჟამად აგრძელებს სწავლას ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურის პროგრამაზე სოციოლოგიის განხრით. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევებში.მისი კვლევითი ინტერესების სფეროა გენდერული პრობლემები, ღირებულებათა სისტემები და სოციალური კაპიტალი. ის ასევე დაინტერესებულია სოციოლოგიური თეორიებით, განსაკუთრებით თანამედროვე სოციოლოგიით.
ელ-ფოსტა: gvantsa@crrccenters.org |
|
 |
 |
 |
|