|
||||||||||||||
![]() |
|
|||||||||||||
|
|
||||||||||||||
|
კავკასიის ბარომეტრი - პროექტის შესახებ - მკვლევართა გუნდი - მონაცემთა ბაზები - დოკუმენტაცია - მონაცემთა ანალიზი - ციტირება CRRC-ის "კავკასიის ბარომეტრის" მონაცემთა ბაზების გამოყენების დროს, გთხოვთ, მიმართოთ ციტირების შემდეგ ფორმას: CRRC. (მონაცემთა ბაზის წელი) "კავკასიის ბარომეტრი". [მონაცემთა ბაზა] ჩამოტვირთული http://www.crrccenters.org /caucasusbarometer/-დან {მონაცემთა ბაზის ჩამოტვირთვის თარიღი}. CRRC გთხოვთ, მონაცემთა ბაზების გამოყენების და ციტირების შემთხვევაში შეავსოთ შემდეგი ფორმა. |
მკვლევართა გუნდი თინათინ ზურაბიშვილი მონაცემთა ინიციატივის პროექტის კოორდინატორი დოქტორი თინათინ ზურაბიშვილი CRRC-ს მონაცემთა ინიციატივის პროექტის კოორდინატორია. 1999 წლიდან მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში, კვლევით მეთოდოლოგიაზე ორიენტირებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში, სადაც იგი იყო სამოქალაქო განათლების პროექტის ადგილობრივი ფაკულტეტის მკვლევარი (2001-2003) და აკადემიური საგრანტო პროგრამის მკვლევარი (2005-2006). 2004-დან 2007-მდე წლებში საგაზაფხულო სემესტრებზე იყო OSI ფაკულტეტის განვითარების მკვლევარი კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტში. მისი აკადემიური პუბლიკაციები ეხება სოციალური კვლევების მეთოდებს, თვისებრივ და მედიის სოციოლოგიას. საქართველოში სწავლებამდე, 1999 და 2001 წლებში დოქტორი ზურაბიშვილი მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის იელის უნივერსიტეტის პროექტში უმცროს მკვლევარად სიღარიბის, ეთნოსისა და გენდერის კვლევაზე. იგი ასევე 5 წელიწადს მუშაობდა სოციოლოგად საზოგადოებრივი აზრისა და საბაზრო კვლევის რუსულ ცენტრში (ახლანდელი ლევადის ცენტრი). მას მიღებული აქვს ხარისხი ჟურნალისტიკის სოციოლოგიაში მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (1999). ელ-ფოსტა: tina@crrccenters.org ლუსი ფლინი შერჩევა და შეწონვა ლუსი ფლინს მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხები წყლისა და თევზის მეცნიერებებში ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან. იგი მუშაობდა მკვლევარ-მეცნიერად კალმახის პოპულაციის დინამიკის მოდელირებაზე ვაშინგტონის თევზისა და ველური ბუნების განყოფილებაში. ლუსი ასევე მუშაობდა სტატისტიკურ კონსულტანტად ბრისტოლ ბეის ორაგულის თევზსაშენისთვის სეზონური გადაადგილების პროგნოზირებაზე. იგი ასწავლის ისეთ საგნებს, როგორიცაა თევზსაშენის მართვა, კომპიუტერული პროგრამირება, ინგლისური. მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ ლუსიმ ერთი წელი აზერბაიჯანში გაატარა, როგორც ფულბრაიტის მკვლევარმა. იგი მოხიბლულია კავკასიით და თავისუფალ დროს რეგიონში მოგზაურობას უთმობს. ამ ეტაპზე ლუსის ინტერესები მოიცავს სტატისტიკასა და მოდელირებაში მისი ცოდნისა და უნარების გამოყენებას სოციალურ მეცნიერებათა დარგში რეგიონში. ელ-ფოსტა: lucy.flynn@crrccenters.org გიორგი ბაბუნაშვილი შერჩევა და შეწონვა გიორგი ბაბუნაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. CRRC-ში მოსვლამდე გიორგი მუშაობდა წამყვან ასოცირებულ მკვლევარად საქართველოს საშუალო განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაძლიერების პროგრამა ილია ჭავჭავაძის შეფასების ჯგუფში; ასევე, მკვლევარ-ასისტენტად საზოგადოების კვლევის ცენტრში და მცირე ბიზნესის ადვოკატირების პროექტის ადმინისტრაციულ ოფიცერად არასამთავრობო ორგანიზაცია "ბიზნეს ლიგაში". გიორგის კვლევითი გამოცდილება მოიცავს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის 2007 წლის სტიპენდიას და ერთობლივ კვლევას ESI-სთან ერთად. გიორგის კვლევის ინტერესებში შედის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესები პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში. ელ-ფოსტა: giorgi@crrccenters.org დავით სიჭინავა
გეოინფორმაციული სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი დავით სიჭინავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტია. მისი კვლევის ძირითად ინტერესს წარმოადგენს საზოგადოებრივი გეოგრაფია, კერძოდ საარჩევნო ქცევის ტერიტორული ანალიზი და გეოინფორმაციული აპლიკაციების დამუშავება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებისთვის. 2008 - 2009 წლებში დავითი ასისტენტად მუშაობდა CRRC-ის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და თსუ საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტში "საქართველოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები". ელ-ფოსტა: david@crrccenters.org |
|
||||||||||||||||||||||||||||||||
![]() ![]() © 2006 - 2013 CRRC საქართველო. ყველა უფლება დაცულია. |
|