Reg CRRC Regional Am CRRC Armenia Az CRRC Azerbaijan
CRRC საქართველო
CRRC-ის შესახებ ღონისძიებები კავკასიის ბარომეტრი კვლევა მონაცემები რესურსები კონტაქტი
English
კავკასიის ბარომეტრი

- პროექტის შესახებ

- მკვლევართა გუნდი

- მონაცემთა ბაზები

- დოკუმენტაცია

- მონაცემთა ანალიზი

- ციტირება




CRRC-ის "კავკასიის ბარომეტრის" მონაცემთა ბაზების გამოყენების დროს, გთხოვთ, მიმართოთ ციტირების შემდეგ ფორმას:

CRRC. (მონაცემთა ბაზის წელი) "კავკასიის ბარომეტრი". [მონაცემთა ბაზა] ჩამოტვირთული http://www.crrccenters.org
/caucasusbarometer/
-დან {მონაცემთა ბაზის ჩამოტვირთვის თარიღი}.

CRRC გთხოვთ, მონაცემთა ბაზების გამოყენების და ციტირების შემთხვევაში შეავსოთ შემდეგი ფორმა.
პროექტის შესახებ

ზუსტი მონაცემების შეგროვება უაღრესად მნიშვნელოვანი ელემენტია ნებისმიერი სახის სოციალურ-ეკონომიკური კვლევისათვის. სამხრეთ კავკასიაში სანდო, თანამედროვე და ხელმისაწვდომი მონაცემები სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე ხშირად რთულად მოსაპოვებელია. CRRC-სთვის პრიორიტეტულია სრულყოფილი მონაცემების შეგროვება და  მკვლევარებისათვის მათი მიწოდება. CRRC ეხმარება ახლგაზრდა მკვლევარებს კვლევის ჩატარებასა და მონაცემთა შეგროვებაში. ცენტრი თავად ატარებს კვლევებს სამხრეთ კავკასიაში არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრზე.

სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური დინამიკის შედარების მიზნით, 2003 წლის შემოდგომაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში წამოიწყო მონაცემთა კოორდინირებული შეგროვება, რათა მოეპოვებინა სანდო, ერთმანეთთან შესადარი მონაცემები ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე რეგიონში. 

2004 წლიდან CRRC-ს გუნდებმა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში დაიწყეს მონაცემთა ყოველწლიური შეგროვება. თავდაპირველად, გამოკითხვა "მონაცემთა ინიციატივა" ჩატართა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში, ხოლო 2005 წლიდან დედაქალაქს დაემატა ერთი რეგიონი. 2006 წლიდან გამოკითხვა ტარდება სამივე ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქალაქად, ისე სოფლად.

შენიშვნა: CRRC-ს ყოველწლიურ გამოკითხვას, "მონაცემთა ინიციატივა" (DI), 2010-დან დაერქვა "კავკასიის ბარომეტრი" (CB). 
გამოიწერე ელ. ბიულეტენი:

სწრაფი ნავიგაცია:

მონაცემთა ანალიზი

ელ. ბიულეტენი

CRRC ბლოგი

CRRC საქართველოს ბლოგი
თვალყური ადევნეთ CRRC-ის:

Facebook
Twitter
Youtube
RSS Feed
დაგვიკავშირდით
Eurasia Partnership FoundationCarnegie Corporation of New YorkUnited States Agency for International Development (USAID)

© 2006 - 2013 CRRC საქართველო. ყველა უფლება დაცულია.