CRRC-ის შესახებ
- ცენტრის შესახებ
- თანამშრომლები
- მრჩეველთა საბჭო
- დონორები და პარტნიორები
- CRRC მედიაში
- ფოტო გალერეა
|
 |
 |
 |
თანამშრომლები
 |
 |
კობა თურმანიძე დირექტორი კობა თურმანიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო მართვაში ამერიკული უნივერსიტეტიდან (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და პოლიტიკურ მეცნიერებაში ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უგრეთი). ასევე დიპლომი ისტორიულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 2005 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად, და ასწავლის გარდამავალი ხანის ეკონომიკას, კვლევის მეთოდებსა და ქსელურ ანალიზს პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე კობა მუშაობდა უფროს ანალიტიკოსად საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში, ასევე ადმისტრაციულ პოზიციაზე ევრაზიის ფონდის საქართველოს ოფისში, მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების პროექტში და საქართველოს პარლამენტის აპარატში. ასევე ასწავლიდა საქართველოს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტში და იყო პოლიტიკის მკვლევარი პოლიტიკურ სწავლებათა ცენტრში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). კობას კვლევის ინტერესებში შედის გარდამავალი ხანის ეკონომიკისა და სოციალური მოძრაობების სტრუქტურული ანალიზი. ელ-ფოსტა: koba@crrccenters.org |
 |
 |
ქრისტინა ვაჭარაძე პროგრამის მენეჯერი ქრისტინა ვაჭარაძე 2004-2006 წლებში მუშაობდა აკადემიური საგრანტო პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ კოორდინატორად ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოში. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე მუშაობდა სამოქალაქო განათლების პროექტში კავკასიის პროგრამის ასისტენტად, მკვლევარ ასისტენტად ჯგუფში, რომელიც აფასებდა მიკრო-საკრედიტო აქტივობას, კონსტანტაში, და მასწავლებლად ახალ სკოლაში. მისი განათლება მოიცავს მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნვერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ელ-ფოსტა: kristina@crrccenters.org |
 |
 |
გიორგი ბაბუნაშვილი მკვლევარი გიორგი ბაბუნაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. CRRC-ში მოსვლამდე გიორგი მუშაობდა წამყვან ასოცირებულ მკვლევარად საქართველოს საშუალო განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაძლიერების პროგრამა ილია ჭავჭავაძის შეფასების ჯგუფში; ასევე, მკვლევარ-ასისტენტად საზოგადოების კვლევის ცენტრში და მცირე ბიზნესის ადვოკატირების პროექტის ადმინისტრაციულ ოფიცერად არასამთავრობო ორგანიზაცია "ბიზნეს ლიგაში". გიორგის კვლევითი გამოცდილება მოიცავს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის 2007 წლის სტიპენდიას და ერთობლივ კვლევას ESI-სთან ერთად. გიორგის კვლევის ინტერესებში შედის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესები პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში. ელ-ფოსტა: giorgi@crrccenters.org |
 |
 |
მარიამ კობალაძე კვლევის თანაშემწე მარიამ კობალაძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრიდან და ბაკალავრის დიპლომი ინგლისურ ენაში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 2008 წელს მარიამმა გაიარა საზაფხულო კურსი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემათა ამერიკულ ინსტიტუტში პრაღაში. CRRC-ში მოსვლამდე მარიამი მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიან სადამკვირვებლო ჯგუფში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მანამდე იგი ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო სტაჟიორი იყო სპიკერის აპარატში. მარიამი მუშაობდა ინგლისურენოვან გაზეთ Georgia Today-ში ჟურნალისტად, შემდეგ კი აღმასრულებელ რედაქტორად. მისი კვლევის ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს გარდამავალი ხანის ქვეყნებში და დემოკრატიის განვითარების პროცესებს. ელ-ფოსტა: mariam.kobaladze@crrccenters.org |
 |
 |
ქეთი ჯაფარიძე პროგრამის ასისტენტი/ფინანსური ასისტენტი CRRC-საქართველოში მუშაობის დაწყებამდე ქეთი 2002 წლიდან მოღვაწეობდა CRS წარმომადგენლობით ოფისში ადმინისტრაციულ-პროგრამულ ასისტენტად საქართველოში. მანამდე კი მუშაობდა ფილიპ მორის მენეჯმენტ სერვისის წარმომადგენლობით ოფისში პირველად მდივნად, მოგვიანებით კი ადმინისტრაციულ ასისტენტად. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ელ-ფოსტა: keti@crrccenters.org |
 |
 |
ნანა ბერიკაშვილი ბიბლიოთეკარი ნანა ბერიკაშვილი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად მუშაობის გამოცდილებას, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტებში - კულტურის, ქართული გამოცემების არქივის და ქართველოლოგიის დეპარტამენტებში მუშაობას. ელ-ფოსტა: nanab@crrccenters.org |
 |
 |
ლუსი ფლინი სტატისტიკური კონსულტანტი ლუსი ფლინს მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხები წყლისა და თევზის მეცნიერებებში ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან. იგი მუშაობდა მკვლევარ-მეცნიერად კალმახის პოპულაციის დინამიკის მოდელირებაზე ვაშინგტონის თევზისა და ველური ბუნების განყოფილებაში. ლუსი ასევე მუშაობდა სტატისტიკურ კონსულტანტად ბრისტოლ ბეის ორაგულის თევზსაშენისთვის სეზონური გადაადგილების პროგნოზირებაზე. იგი ასწავლის ისეთ საგნებს, როგორიცაა თევზსაშენის მართვა, კომპიუტერული პროგრამირება, ინგლისური. მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ ლუსიმ ერთი წელი აზერბაიჯანში გაატარა, როგორც ფულბრაიტის მკვლევარმა. იგი მოხიბლულია კავკასიით და თავისუფალ დროს რეგიონში მოგზაურობას უთმობს. ამ ეტაპზე ლუსის ინტერესები მოიცავს სტატისტიკასა და მოდელირებაში მისი ცოდნისა და უნარების გამოყენებას სოციალურ მეცნიერებათა დარგში რეგიონში. ელ-ფოსტა: lucy.flynn@crrccenters.org |
 |
 |
თამუნა ხოშტარია კვლევის თანაშემწე თამუნა ხოშტარიას მიღებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მაგისტრატურის დროს მან მიიღო კვლევითი სტიპენდია და ერთი წლის განმავლობაშო სწავლობდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ბერლინში, სადაც ჩაატარა თვისებრივი კვლევა ოჯახის სოციოლოგიაში.
თამუნა 2009 წელს CRRC-ში იყო ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის მონაწილე. CRRC-ში მოსვლამდე იგი ატარებდა კვლევებს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, ძირითადად მარკეტინგული განხრით. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოციალურ საკითხებს და კულტურათა შორის შედარებებს. ელ-ფოსტა: tamuna@crrccenters.org |
 |
 |
დავით სიჭინავა გეოინფორმაციული სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი დავით სიჭინავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტია. მისი კვლევის ძირითად ინტერესს წარმოადგენს საზოგადოებრივი გეოგრაფია, კერძოდ საარჩევნო ქცევის ტერიტორული ანალიზი და გეოინფორმაციული აპლიკაციების დამუშავება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებისთვის.
2008 - 2009 წლებში დავითი ასისტენტად მუშაობდა CRRC-ის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და თსუ საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტში "საქართველოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები". ელ-ფოსტა: david@crrccenters.org |
რეგიონალური სამსახური
 |
 |
ჰანს გუტბროდი რეგიონალური დირექტორი დოქტორ ჰანს გუტბროდს მიღებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და უმაღლესი ხარისხის წოდება ლონდონის ეკონომიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან. იგი ავტორია წიგნისა "პროფესიული კომუნიკაციები" რომელიც გამოიცა სომხეთში, საქართველოში, მონღოლეთში, ბულგარეთში და ახლაც ითარგმნება სხვა ქვეყანათა ენაზე. მისი კვლევების ძირითად ინტერესებს წარმოადგენს განხილვა/შეფასება მრავალ დისციპლინასა და ასევე განვითარებად კონტექსტში. 2006 წელს CRRC-ში შემოერთებამდე ჰანსი რამდენიმე წელი მუშაობდა კავკასიის რეგიონში. იგი მუშაობდა და ლექციებს ატარებდა თსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში უმაღლესი განათლების მქონე მოხელეთათვის. მისი გამოცდილება მოიცავს ლიბერალური ხელოვნების კოლეჯის გახსნას ბერლინში, ეუთოს მისიაში მუშაობას დამკვირვებლად, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებში ტრენინგებსა და ლექციების ჩატარებას, მათ შორის გაეროსა და სხვა კორპორაციებში. ელ-ფოსტა: hans@crrccenters.org |
 |
 |
რობია ჩარლზი რეგიონალური კვლევისა და განვითარების უფროსი თანაშემწე რობია
ჩარლზი არის კალიფორნიიდან და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის
დოქტორანტურის ხარისხის კანდიდატია პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე.
მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ევრაზიისა და რუსეთის სწავლებათა დარგში
რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ევროპულ უნივერსიტეტში, ასევე მაგისტრის
ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში. იგი
ასევე ფლობს ბაკალავრის ხარისხს კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტიდან,
სადაც იგი სწავლობდა რუსულ ენას და მათემატიკას.
CRRC-ში მოსვლამდე
რობია მუშაობდა ბერკლის უნივერსიტეტში მაგისტრატურის სტუდენტების
ინსტრუქტორად შედარებითი პოლიტიკისა და თანამედროვე რუსული პოლიტიკის
კურსებზე. იგი ასევე მუშაობდა ჯგუფის ორგანიზატორად ჩრდილო კალიფორნიაში
და ლიმნოლოგიურ მკვლევარად ტანზანიასა და ციმბირში. რობიას სპეციალიზაციაა
შედარებითი პოლიტიკა, პოსტ-საბჭოთა პოლიტიკა და რაოდენობრივი და
თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია. მისი აკადემიური ინტერესები მოიცავს
ნაციონალიზმს, პოლიტიკისა და რელიგიის გადაკვეთას, განსაკუთრებით
პოსტსაბჭოთა სივრცეში.
ელ-ფოსტა: robia@crrccenters.org |
 |
 |
ნანა პაპიაშვილი რეგიონალური კვლევის და გავრცელების თანაშემწე ნანა პაპიაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (უნგრეთი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული მეცნიერებების დარგში. ასევე, მას მიღებული აქვს სპეციალისტის დიპლომი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში თბილისის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 2003-2004 წლებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ნანა გახდა გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი და ისწავლა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უილსონის კოლეჯში, პენსილვანიის შტატი, აშშ. 2003 წლის ზაფხულში იგი დაესწრო საზაფხულო სესიებს ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი. ასევე, ნანამ 2004 წელს გაიარა პროფესიული მომზადების საზაფხულო პროგრამა ბოლონიის უნივერსიტეტში (იტალია). კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში მოსვლამდე ნანას ნამუშევარი აქვს რამდენიმე კვლევით პროექტზე, რომელიც ეხებოდა გარე მიგრაციას, ეთნიკურ კონფლიქტებსა და საქართველოს ავტონომიურ რეგიონებს. სტუდენტობის დროს ნანა პაპიაშვილს გავლილი აქვს სტაჟირება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისში, საქართველოს პარლამენტში, და ჩემბერსბურგის სავაჭრო პალატაში (აშშ). მის ძირითად კვლევით ინტერესს წარმოადგენს საქართველოს ეთნიკური კონფლიქტები და ევროინტეგრაცია. ელ-ფოსტა: nana@crrccenters.org |
 |
 |
თინათინ ამბროლაძე რეგიონალური კვლევის თანაშემწე და ხელშეკრულებების ოფიცერი თინათინ ამბროლაძეს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, კერძოდ ფინანსების დარგში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე თიკო მუშაობდა აზიის განვითარების ბანკის პროექტზე სოციალური განვითარების სფეროში და ჩართული იყო ქვეყნის შინამეურნეობის კვლევის ჩატარებაში; ამ პროექტის ფარგლებში თიკომ მონაწილეობა მიიღო 2010 წლის სოციალური და გენდერული განვითარების ანგარიშის შედგენაში. ასევე, იგი მუშაობდა Saferworld-ში ფინანსური და ადმინისტრაციული ოფიცერის თანამდებობაზე და გავლილი აქვს სამ თვიანი სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკში. აღსანიშნავია, რომ თიკო იყო იმ ხუთ ახალგაზრდა მკვლევართა შორის, რომლებიც შეირჩა 2009 წლის CRRC-ის ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის ფარგლებში. ელ-ფოსტა: tiko@crrccenters.org |
 |
 |
თინათინ ზურაბიშვილი კავკასიის ბარომეტრის პროექტის კოორდინატორი დოქტორი თინათინ ზურაბიშვილი CRRC-ს კავკასიის ბარომეტრის პროექტის კოორდინატორია. 1999 წლიდან მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში, კვლევით მეთოდოლოგიაზე ორიენტირებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში, სადაც იგი იყო სამოქალაქო განათლების პროექტის ადგილობრივი ფაკულტეტის მკვლევარი (2001-2003) და აკადემიური საგრანტო პროგრამის მკვლევარი (2005-2006). 2004-დან 2007-მდე წლებში საგაზაფხულო სემესტრებზე იყო OSI ფაკულტეტის განვითარების მკვლევარი კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტში. მისი აკადემიური პუბლიკაციები ეხება სოციალური კვლევების მეთოდებს, თვისებრივ და მედიის სოციოლოგიას. საქართველოში სწავლებამდე, 1999 და 2001 წლებში დოქტორი ზურაბიშვილი მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის იელის უნივერსიტეტის პროექტში უმცროს მკვლევარად სიღარიბის, ეთნოსისა და გენდერის კვლევაზე. იგი ასევე 5 წელიწადს მუშაობდა სოციოლოგად საზოგადოებრივი აზრისა და საბაზრო კვლევის რუსულ ცენტრში (ახლანდელი ლევადის ცენტრი). მას მიღებული აქვს ხარისხი ჟურნალისტიკის სოციოლოგიაში მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (1999). ელ-ფოსტა: tina@crrccenters.org |
|
 |
 |
 |
|