Reg CRRC Regional Am CRRC Armenia Az CRRC Azerbaijan
CRRC საქართველო
CRRC-ის შესახებ ღონისძიებები კავკასიის ბარომეტრი კვლევა მონაცემები რესურსები კონტაქტი
English
CRRC-ის შესახებ

- ცენტრის შესახებ

- თანამშრომლები

- მრჩეველთა საბჭო

- დონორები და პარტნიორები

- CRRC მედიაში

- ფოტო გალერეა

ცენტრის შესახებ

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) პროგრამა არის 2003 წლიდან სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დედაქალაქებში არსებული რესურსებისა და ტრეინინგის ცენტრების ქსელი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სოციალურ მეცნიერებათა კვლევებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ანალიზის განვითარებას ისახავს მიზნად.

ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, USAID-ისა და ადგილობრივ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობით შექმნილი პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მკვლევარებს სამხრეთ კავკასიაში გაიარონ ტრეინინგები, აქტიურად ჩაერთონ კვლევებსა და გუნდურ სამუშაოებში.

2003 წელს ცენტრის დაფუძნების დღიდან CRRC საქართველოს ოფისი უზრუნველყოფს სოციალურ მეცნიერებებში მოღვაწე მკვლევარებს საჭირო ლიტერატურით, მონაცემთა ბაზებითა და პროფესიული ტრეინინგებით, რითაც CRRC იქცა სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერებების სფეროში მოღვაწე მკვლევართა გამაერთიანებელ რგოლად. ცენტრი ეხმარება მკვლევარებს კვლევითი ნაშრომების შექმნაში, საშუალებას აძლევს კვლევის საფუძვლად გამოიყენონ ემპირიული მონაცემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკის შემსწავლელი საზოგადოების საქმიანობაში.

CRRC-ს საქმიანობით და მონაცემებით სარგებლობენ  სოციალური მეცნიერებათა მკვლევარები, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოებრივი პოლიტიკის შექმნაში პრაქტიკულად მონაწილე სპეციალისტები და სხვა პროფესიონალები არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან.

გამოიწერე ელ. ბიულეტენი:

სწრაფი ნავიგაცია:

მონაცემთა ანალიზი

ელ. ბიულეტენი

CRRC ბლოგი

CRRC საქართველოს ბლოგი
თვალყური ადევნეთ CRRC-ის:

Facebook
Twitter
Youtube
RSS Feed
დაგვიკავშირდით
Eurasia Partnership FoundationCarnegie Corporation of New YorkUnited States Agency for International Development (USAID)

© 2006 - 2013 CRRC საქართველო. ყველა უფლება დაცულია.