Reg CRRC Regional Am CRRC Armenia Az CRRC Azerbaijan
CRRC საქართველო
CRRC-ის შესახებ ღონისძიებები კავკასიის ბარომეტრი კვლევა მონაცემები რესურსები კონტაქტი
English
CRRC-ის შესახებ

- ცენტრის შესახებ

- თანამშრომლები

- მრჩეველთა საბჭო

- დონორები და პარტნიორები

- CRRC მედიაში

- ფოტო გალერეა

მრჩეველთა საბჭო

 დავით აფრასიძე

დავით აფრასიძე ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორია. 2008-2009 წლებში იგი მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD) თავმჯდომარე იყო. მანამდე, 2006 წლიდან მოყოლებული, მას პოლიტიკური თოქ-შოუ მიყავდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. აგრეთვე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში კონრად ადენაუერის ფონდს ხელმძღვანელობდა 2004-დან 2006 წლამდე. იგი სწავლობდა პოლიტიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიღებული აქვს სამეცნიერო ხარისხი (Ph.D.) პოლიტიკურ მეცნიერებაში ჰამბურგის უნივერსიტეტში, გერმანიაში. 2009 წელს მან მიიღო Fulbright-ის სტიპენდია Duke-ის უნივერსიტეტში კვლევის ჩასატარებლად. მისი კვლევის სფეროებია: პოსტ-საბჭოური ტრანსფორმაცია, საერთაშორისო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღება და საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტები. 

 



 მარინე ჩიტაშვილი

მარინე ჩიტაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქოლოგიის დარგში, აგრეთვე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი. ქალბატონმა მარინემ აკადემიური ხარისხი მოიპოვა 1985 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან და 1999 წელს ამავე აკადემიაში დოქტორანტი გახდა. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს როგორც ფსიქოლოგიურ საკითხებს, ისე სოციალურ კაპიტალს, უმაღლეს განათლებას, რელიგიასა და გენდერულ საკითხებს. მას გამოქვეყნებული აქვს 2 წიგნი და 70-ზე მეტი მაშრომი. 2000 წლიდან მოყოლებული იგი ხელმძღვანელ პოზიციაზეა არასამთავრობო სექტორში და მუშაობს სწავლა-განათლების და სოციალური კვლევების სფეროში.  ქალბატონი მარინე იყო შვედური ინსტიტუტის სტიპენდიატი Lund-ის უნივერსიტეტში 1995 წელს,  DAAD-ის სტიპენდიატი  მიუნხენში Ludwig Maximilian-ის უნივერსიტეტში 2006 წელს და Fulbright-ის სტიპენდიატი Stanford-ის უნივერსიტეტში 2007 წელს. 2011 წელს იგი  კემბრიჯის უნივერსიტეტშია მიწვეული ხელოვნების, სოციალური მეცნიერებისა და ჰუმანიტარული კვლევების ცენტრში (Center for Research in Arts, Social Sciences and Humanities).

 


თამარ ქაროსანიძე

თამარ ქაროსანიძე გახლავთ USAID-ის მიერ დაფინანსებული ყველაზე მსხვილი სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და მისი სახელწოდებაა ,,საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC). ამ პროექტში ჩართვამდე, 2004-2010 წლებში, თამარ ქაროსანიძე იყო ანტი-კორუფციული არასამთავრობო ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი. მანამდე იგი იყო საქართველოში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  სამოქალაქო პროგრამის კოორდინატორი. იგი განაგებდა  NDI-ის სამოქალაქო პროგრამას და ეხმარებოდა მის პარტნიორ ორგანიზაციას ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), რომელიც არის  არჩევნების დამკვირვებელი ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია საქართველოში. თამარ ქაროსანიზე ასევე მუშაობდა ჟურნალისტად საქართველოში ორი გაზეთისთვის, რომლებიც ადგილობრივ და საერთაშორისო პოლიტიკურ განვითარებაზე წერენ. 

 



 ლევან ცუცქირიძე 

ლევან ცუცქირიძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, სტრატეგიული და უსაფრთხოების საკითხებზე ფოკუსით. იგი არის დამაარსებელი საერთშორისო ურთიერთობების ასოციაციისა - ეს არის პროფესიული ასოციაცია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში  მოღვაწე პედაგოგებისა და ინსტიტუტებისათვის. ლევან ცუცქირიძემ მიიღო ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაგისტრის დიპლომი მოიპოვა Paul H. Nitze-ს მოწინავე საერთაშორისო სწავლების სკოლაში (School of Advanced International Studies - SAIS) ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. ბატონი ლევანი მუშაობდა OSCE-ს, ფონდ ღია საზოგადოებისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის, განათლების, საზოგადოებრივი სერვისის რეფორმის და დემოკრატიული განვითარების სექტორებში. ამჟამად, ლევან ცუცქირიძე წარმოდგენს საქართველოში ჰოლანდიის ინსტიტუტს მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD). NIMD-ი ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას საკანონმდებლო რეფორმების ხელშეწყობით, პოლიტიკური პარტიების განვითარებითა და დემოკრატიის სწავლებით.

 
გამოიწერე ელ. ბიულეტენი:

სწრაფი ნავიგაცია:

მონაცემთა ანალიზი

ელ. ბიულეტენი

CRRC ბლოგი
თვალყური ადევნეთ CRRC-ის:

Facebook
Twitter
Youtube
RSS Feed
დაგვიკავშირდით
Eurasia Partnership FoundationCarnegie Corporation of New YorkUnited States Agency for International Development (USAID)

© 2006 - 2012 CRRC საქართველო. ყველა უფლება დაცულია.